суббота, 12 апреля 2014 г.

2014წ 16 ოქტომბერი,,ხალისით ვსწავლობთ ქიმიას"



 16ოქტომბერს  კლუბმა განახორციელა
შეხვედრა მე-8კლასის მოსწავლეებთან ,
 რომლებმაც წელს დაიწყეს
 საბუნებისმეტყველო დისციპლინების
საფუძვლიანი შესწავლა
















 კლუბის წევრებმა მოამზადეს
 პრეზენტაციები  , რითაც
დამსწრე საზოგადოებას შეუქმნეს
 წაროდგენა  ქიმიის წარმოშობის
შესახებ მათ ასევე
 წარმოადგინეს მასალა
 ალქიმიკოსებზე, სადაც
 ნათლად იყო გადმოცემული
ალქიმიკოსების დამსახურება
 ქიმიის როგორც მეცნიერების
განვითარების დარგში











 კლუბის წევრებმა მოამზადეს სლაიდები
 ქიმიურ ელემენტებზე ,
 რათა მერვეკლასის მოსწავლეებმა
 ხალისით შესძლონ ქიმიური
სიმბოლოების შესწავლა























4 ოქტომბერი 2014 წელი, ილიაუნის
 სამეცნიერო პიკნიკი
 მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ზეიმი
რობოტების შეჯიბრი







ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამ
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება
 ჩვენს კარავს არაერთი სტუმარი ყავდა , ჩვენთვის დიდი პატივი იყო მათი სტუმრობა





 ცდები წინასწარ დაიგეგმა და დაიტესტა , ცოტათი ვნერვიულობდით კიდეც
 დავიყავით ჯგუფებად,ექსპერიმენტებს ვატარებდით მონაცვლეობით რათა ერთ ჯგუფს არ ეტარებინა ექსპერიმენტები მთელი დღის განმავლობაში
 ეს სამფეროვანი დროშა გახლავთ ..საიდუმლო კალიუმის ბიქრომატში, დიეთილის ეთერსა  , გოგირდმაჯავასა და წყალბადის ზეჟანგშია ..საოცრად ლამაზი ცდაა..
 ძალიან ვიხალისეთ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ცდები ბუნებრივ ინდიკატორებზე
ჩვენთან  ყველა ასაკის სტუმარმა მოიყარა თავი ვიმედოვნებთ რომ ამ პატარა გოგონას ცოტათი  მაინც გავუღვივეთ ინტერესი ბუნებისმეტყველებისადმი....სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებმა სტუმრებში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია   ამიტომაც ჩვენს კარავს  ვიზიტორები არ აკლდა ..უკვე მომავალი წლის პიკნიკზე დავიწყეთ ფიქრი...მანამდე კი მთელი სასწავლო წელია , რომელიც დატვირთული იქნება როგორც სასაკოლო ასევე გასვლითი ღონისძიებებით....უკვე  გველოდებიან ჩვენი სკოლის პატარები.....

19-21 სექტემბერს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა ,,დავასუფთაოთ მსოფლიო" განხორციელდა .რომელშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველო . ჩვენმა კლუბმაც მხარია აუბა ამ აქციას და 19 სექტემბერს დავასუფთავეთ სკოლის ტერიტორია და ვაჟა-ფშაველას ქუჩა
















დღეს  კლუბმა ,,მწვანე დედამიწა" ქ.რუსთავის სასამართლო დარბაზში წარმოადგინა იმიტირებული სასამართლო პროცესი ,,მსჯავრმდებელია დედამიწა"
 სასამართლო პროცესმა დამსწრე საზოგადოების დიდი  მოწონება დაიმსახურა
კლუბის წევრებმა მწვავედ წარმოაჩინეს მხარეთა პოზიციები  ,იყო მოწმეთა დაკითხვა , იყო არგუმენტირებული ფაქტები როგორც ,,დედამიწის" ასევე კაცობრიობის მხრიდან
სასამართლომ კი ობიექტური  განაჩენი გამოიტანა ...


 სასამართლო პროცესზე ,,დედამიწის" მოწმეებმა წარმოადგინეს ფაქტები დედამიწის  სხვადასხვა სახით დაბინძურებასთან დაკავშირებით . იყო საუბარი ფაბრიკა -ქარხნებზე, უკანონო ხე-ტყის ჭრაზე ბრაკონიერობაზე, ატომურელექტროსადგურებზე გენმოდიფიცირებულ საკვებზე





 ფაქტები იმ მავნებლობისა რაც ჩადენილი აქვს კაცობრიობას  დედამიწის წინაშე,წარმოდგენილი იყო ვიდეო მასალისა და სლაიდების სახით
 თუმცა მოპასუხე მხარემაც არგუმენტირებული წინააღმდეგობა გაუწია და მრავლად იყო ფაქტები იმ დადებითი მხარეებისა რაც მოყვება ტექნოლოგიის , მრეწველობის განვითარებას
 მოწმის სახით სასამართლო პროცესს წარუდგა , კლუბის ხელმძღვანელი, ქიმიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი-ლ.ჭაავა, რაც კლუბის წევრებისა თვის მოულოდნელი სიურპრიზი გახლდათ
 ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი არცთუ მარტივ პროექტს. 
მათ მოიძიეს მოცულობითი ინფორმაცია , შეეხნენ ადამიანთა ბარბაროსული ქმედების სხვადასხვა ასპექტებს  , თუმცა  არც კაცობრიობის სიკეთეები დავიწყნიათ
 ვფიქრობ დღევანდელი დღე ერთ -ერთი ლამაზი დღე იქნება კლუბის წევრთა ცხოვრებაში

Комментариев нет:

Отправить комментарий